ავტორი:

ემანუელ მაკრონმა პსჟ-სა და "ბაიერნის" მატჩის პროგნოზი გააკეთა

ემანუელ მაკრონმა პსჟ-სა და "ბაიერნის" მატჩის პროგნოზი გააკეთა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პსჟ-სა და "ბაიერნის“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის პროგნოზი გააკეთა.

"მე "მარსელის“ გულშემატკივარი ვარ, მაგრამ დღეს პსჟ თამაშობს. ასე რომ, პსჟ-ს ვქომაგობ. პროგნოზი? ვფიქრობ, პსჟ 3:1-ს მოიგებს. შეძლებენ ტურნირზე ზედიზედ მეორედ გამარჯვების მოპოვებას? ეს გარანტირებული არასოდეს არ არის, თუმცა "პარი სენ ჟერმენი“ შესანიშნავი გუნდია. ასევე ჩვენი კარგი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. დიდიე დეშამის მჯერა“, - ციტირებს მაკრონს "პარიზიენი“.

2025 წლის 1-ელ ივნისს, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, მაკრონმა პსჟ-ს ელისეის სასახლეში უმასპინძლა, გუნდს წარმატება მიულოცა, თითოეულ ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა, ხვიჩა კვარაცხელიას გვარი ვერ წარმოთქვა და თქვა, რომ პარიზულმა გუნდმა დაიმატა მოთამაშე, რომელსაც "სამი ფილტვი" აქვს.

sportall.ge