გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
მისი თქმით, "ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ნათესაური და იდენტური კავშირი ფასდაუდებელი და მარადიული. ის შეუცვლელი და დაურღვეველია“.
“11 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ნატო-მ პირველად გამოიყენა მეხუთე მუხლი, ჩვენ ერთად ვუპასუხეთ მოწოდებას, როგორც ეს ჩვენი ხალხი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აკეთებდა, მხარდამხარ ორი მსოფლიო ომის, ცივი ომის, ავღანეთის და იმ მომენტების განმავლობაში, რომლებმაც განსაზღვრა ჩვენი საერთო უსაფრთხოება. დღეს იგივე ურყევი გადაწყვეტილებაა საჭირო უკრაინისა და მისი ყველაზე მამაცი ხალხის დასაცავად. ეს აუცილებელია ჭეშმარიტად სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად”, - აღნიშნა მეფე ჩარლზ III-მ.
მეფე ჩარლზი კონგრესის ორივე პალატის ერთობლივი სხდომის წინაშე სიტყვით აშშ-ში ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გამოვიდა. მეფე ჩარლზი და მისი მეუღლე, დედოფალი კამილა აშშ-ში გუშინ, დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, ჩავიდნენ.