ავტორი:

ახალგაზრდა წყვილის ტრაგედია - ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ახალგაზრდა წყვილის ტრაგედია - ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში, 26 წლის რაიან ჰოსომ სამშაბათს დილით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეუღლე, 25 წლის მადელინ სპატაფორი მოკლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

პოლიციის ცნობით, ჰოსო ახლომდებარე ტყეში იმალებოდა, სადაც მოგვიანებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცავებმა მისი ცხედარი ადგილზე იპოვეს. გამოძიება ამ ეტაპზე გრძელდება. უცნობია, რა გახდა დანაშაულის მოტივი.

  • ქორწინების ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ახალგაზრდა წყვილი 2024 წლის სექტემბერში, ოჰაიოს შტატში დაქორწინდა. ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში შეხვდნენ.

მადელინ სპატაფორემ საშუალო სკოლა 2019 წელს დაასრულა და სწავლა დიუკენის უნივერსიტეტში გააგრძელა. 2023 წელს წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი ჯანდაცვის მომსახურების სპეციალობით, რის შემდეგაც ექიმის ასისტენტად დაიწყო მუშაობა.

მისი LinkedIn-ის პროფილის მიხედვით, მადელინი UPMC Presbyterian-ის კლინიკაში ექიმის ასისტენტად მუშაობდა. რაც შეეხება რაიან ჰოსოს, ამ ეტაპზე უცნობია, სწავლობდა თუ არა ის კოლეჯში ან სად მიიღო უმაღლესი განათლება. თუმცა, მისი LinkedIn-ის მონაცემებით, იგი წარსულში მექანიკურ ინჟინრად მუშაობდა.

წყარო