ავტორი:

მოდა, მილიარდერები და დიპლომატია — როგორ უმასპინძლეს ბრიტანეთის მონარქს თეთრ სახლში (ფოტოები)

მოდა, მილიარდერები და დიპლომატია — როგორ უმასპინძლეს ბრიტანეთის მონარქს თეთრ სახლში (ფოტოები)

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრ სახლში გაერთიანებული სამეფოს მონარქს, მეფე ჩარლზ III-სა და დედოფალი კამილას უმასპინძლეს.

  • სახელმწიფო ვახშამი აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ძლიერი პარტნიორობის აღსანიშნავად გაიმართა. ღონისძიება სიმბოლურად დაემთხვა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს.

"მეგობრობა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს“, - ასე შეაფასა დონალდ ტრამპმა აშშ-ის ბრიტანეთთან ურთიერთობა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ პარტნიორობას.

  • სახელმწიფო ვახშამი აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლით გაიხსნა. მან მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს მისი მდიდარი მემკვიდრეობისათვის და აღნიშნა, რომ ეს ისტორიული გავლენა მსოფლიოსთვის "დიდი საჩუქარია“.

ტრამპის თქმით, ბრიტანეთის ყოფილი კოლონიების ნაწილს სრულად არ აქვს გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მემკვიდრეობა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო ყოველთვის ერთად იდგნენ საერთო გამოწვევების წინაშე და ერთობლივად ეწინააღმდეგებოდნენ ისეთი იდეოლოგიების გავრცელებას, როგორიცაა კომუნიზმი, ფაშიზმი და ტირანია.

საზეიმო საღამოს ფარგლებში მეფე ჩარლზმა პრეზიდენტს სიმბოლური საჩუქარი გადასცა - ზარი წყალქვეშა ნავის, რომელიც პირველად 1944 წელს გაუშვეს.

თავის გამოსვლაში მონარქმა აღნიშნა, რომ ეს საჩუქარი "ჩვენი საერთო ისტორიისა და ბრწყინვალე მომავლის“ სიმბოლოა და ხუმრობითაც დაამატა: "თუ ოდესმე დაგჭირდებათ ჩვენთან დაკავშირება... უბრალოდ დაგვირეკეთ“.

საზეიმო სახელმწიფო ვახშამზე მეფისა და დედოფლის გარდა თეთრმა სახლმა 100-ზე მეტი სტუმარი მიიწვია.

სტუმრებს შორის იყვნენ პრეზიდენტის კაბინეტის წევრები, რესპუბლიკელი კანონმდებლები და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრები. მაღალი რანგის სტუმრებს შორის იყვნენ ტექნოლოგიური სექტორის ლიდერებიც. მათ შორის ჯეფ ბეზოსი და მისი მეუღლე ლორენ სანჩესი.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები, მათ შორის Fox News-ის წამყვანები გრეგ გუტფელდი, ლორა ინგრემი და ბრეტ ბაიერი. სიის სხვა ცნობილ სტუმრებს შორის იყვნენ გოლფის ვარსკვლავი რორი მაკილროი, მოდის დიზაინერი რალფ ლორენი და ბიზნესმენი რობერტ კრაფტი.

წყარო