მარნეულში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რის შედეგადაც 10 წლის ბავშვი დაიღუპა, 19 წლის ბიჭი დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.