ავტორი:

"ჯაბას ბოლო დროს მოუხშირდა კრუნჩხვები, ასევე მოხშირებული აქვს გულყრა, საზოგადოების დახმარების გარდა, აღარაფრის იმედი მაქვს" - გოგიტა მურცხვალაძე

"ჯაბას ბოლო დროს მოუხშირდა კრუნჩხვები, ასევე მოხშირებული აქვს გულყრა, საზოგადოების დახმარების გარდა, აღარაფრის იმედი მაქვს" - გოგიტა მურცხვალაძე

"ძალიან სახარბიელო მდგომარეობა არ მაქვს, ყველაფერ სიკეთესთან ერთად, აზოტი მაქვს აწეული და დიაბეტის ნიადაგზე გლაუკომა დამემართა. მარჯვენა თვალში 80% მაქვს მხედველობა, მეორეში - აღარ მაქვს. აღარ ვიცი, რა ვქნა. ალბათ ყველაფერი ღვთის ნებაა“ - ამბობს შშმ პირი და შშმ პირის მამა გოგიტა მურცხვალაძე, რომელიც შვილის ჯანმრთელობისთვის უკვე 33 წელია იბრძვის, ამასობაში კი საკუთარი ჯანმრთელობაც საგრძნობლად შეუსუსტდა.

გოგიტა მკურცხავალაძე:

- მკურნალობა მესაჭიროება და წარმოიდგინეთ, ელემენტარული თვალის წვეთები130-ლარიანი მაქვს გამოწერილი. ძალიან ძვირად ღირებულია, მაგრამ მითხრეს, ეს წამალი პრობლემას შეგიმცირებსო. მთავარია, მეტად აღარ გამწვავდეს.

- ჯაბა როგორ არის?

- ვერ არის კარგად... მოკლედ, ძალიან უანამუსოდ გამომდის წლების განმავლობაში ადამიანების შეწუხება, მაგრამ თურმე ხალხის გარეშე მართლა არ ვვარგივარ. მეგონა, რაღაცებს დამოუკიდებლად ვაკეთებდი, მაგრამ ვერ შევძელი. მთავრობით, კობახიძით დაწყებული, ჯანდაცვის მინისტრით გაგრძელებული, ვის არ მივმართე. დღეს ბათუმის მერიაში ვიყავი. თვენახევარია განცხადება მაქვს შეტანილი, რომ ერთჯერადი დახმარება გაეწიათ, მაგრამ უკვე ორთვენახევარია, პასუხი ვერ მივიღე. ამიტომ გაბრაზდი და განცხადება გამოვითხოვე. ეს უპასუხისმგებლობა და უტიფრობაა. არადა, განცხადებაში მეწერა, შინ სამი შშმ პირი ვართ, მათ შორის შვილი მძიმე კატეგორიის-თქო, თან ჯაბას ბუკლეტი ვაჩვენე, თავალსაჩინოდ რომ ენახათ, როგორი პრობლემურია და როგორი მოვლა სჭიდება. ვეცადე, იქინებ ავცდენოდი იმას, რომ ხალხი არ შემეწუხებინა. უკვე მართლა მრცხვენია, თხოვნით მივმართო - დამეხმარეთ-თქო. ხელისუფლება, სახელმწიფო რას აკეთებს?! 33 წლის არის ჯაბა და ერთი ვინმე მოვიდეს და თქვას, რომ ამ ბავშვზე რაიმე თანხა აქვს დახარჯული. არაფერი მსგავსი. გვაქვს მხოლოდ ღვთის წყალობა და საზოგადოების მხარდაჭერა.

ადრე ჯაბას დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტებს და გამოფილებს ვაწყობდი, ამით შევძელი, რომ დღემდე ცოცხალი მოვიყვანე.

ახლა უკვე მართლა აღარ ვიცი, ვქნა.

ჯაბას ბოლო დროს განსაკუთრებით მოუხშირდა კრუნჩხვები, ასევე მოხშირებული აქვს გულყრები. კრუნჩხვის დროს თვალები ემღვრევა და მთელი სხეულით ცხაცახებს.დ

გულყრისას წამის მეოთხედში უეცრად მოწყდება და დაბლა ეცემა. იმ დღეს ლოგინიდან ადგომა მონდომებია.

თავით კარებს დაეჯახა და შუბლი მინამ გაუეჭრა. ისეთ დღეში იყო, გული შემიწუდა. ყოველ დღე მეტირება მის მდგომარეობაზე. ამასთან, ქვეყნის წამლები ესაჭიროება. ადგილობრივ აფთიაქებში წამალს ვერ ვყიდულობ. ყველა წამლის ჩამოტანა თურქეთიდან მიწევს, რადგან იქაური მედიკამენტები ტად ეფექტიანია. ამას კი ხალხის შემოწირულობის ხარჯზე ვახერხებთ.

- პენსიას არ იღებთ?

- სამი წელია, პენსია არ ამიღია იმიტომ, რომ სესხი გამოვიტანე და პენსიით ვფარავ იმ თანხას.

ჯაბას თვეში 1000 ლარმდე სჭირდება და ყოველი შემოწირულობა მისთვის ძვირფასია.

მცხვენია ყოველთვის, ასე რომ ვაწუხებ ხალხს, მაგრამ სახელმწიფოს იმედი აღარ მაქვს.

რასაც საზოგადოება ჩემი შვილისათვის აკეთებს, მართლა უდიდესი რამაა.

ბოდიშის მოხდით, კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაიღეთ მოწყალება. ვიცი ქვეყანაში ბევრი გაჭირვებულია და მე თვითონაც ძალიან ბევრჯერ მოგმართეთ დახმარებისათვის, მაგრამ თქვენ გარეშე აღმოჩნდა, რომ არ ვვარგივარ. გთხოვთ, დახმარება გაგვიწიოთ და ჩემი ჯაბა გადამირჩინოთ.

• საბანკო ანგარიშები, სადაც შეგიძლიათ დაეხმაროთ ჯაბას:

საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007

თიბისი ბანკი. მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე. GE57TB7080645064300028

ლიბერთი ბანკი. ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000