ინდოელი მილიარდერის, მუკეშ ამბანის ვაჟმა, ანანტ ამბანიმ კოლუმბიას პაბლო ესკობარის მემკვიდრეობის, ბეჰემოთების პრობლემის გადაჭრაში დახმარება შესთავაზა. ცნობილ ნარკობარონს, ესკობარს, საკუთარ რანჩოში ეგზოტიკური ცხოველები, მათ შორის ბეჰემოთებიც ჰყავდა.
მისი გარდაცვალების შემდეგ, ცხოველები ბუნებაში დარჩნენ და უკონტროლოდ გამრავლდნენ.

მისი კერძო ზოოპარკი, ვანტარა, ინდოეთის გუჯარათის შტატში მდებარეობს. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მათი მიზანი ყველა ცოცხალი არსების დაცვაა.
ამ ეტაპზე კოლუმბიის მთავრობას ბეჰემოთების შესაძლო გადაყვანაზე ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია.
კოლუმბიელი ეკოლოგების შეფასებით, ბეჰემოთები ადგილობრივ ეკოსისტემაზე სერიოზულ გავლენას ახდენენ. განსაკუთრებით დაზარალდნენ მაგდალენას მდინარის სანაპიროზე მცხოვრები მეთევზეების თემები. მათი თქმით, ბეჰემოთები ხშირად საფრთხეს უქმნიან ადამიანებსაც - ზრდასრული მამრის წონა სამ ტონამდე აღწევს.