ავტორი:

პროდუქტები, რომელიც ძილის წინ არ უნდა მიირთვათ, თუ გინდათ, რომ წნევამ არ აგიწიოთ

პროდუქტები, რომელიც ძილის წინ არ უნდა მიირთვათ, თუ გინდათ, რომ წნევამ არ აგიწიოთ

ჯანსაღი და დაბალანსებული კვება არტერიული წნევის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მედიკოსებმა შეადგინეს იმ პროდუქტების სია, რომლებიც ორგანიზმში სითხის შეკავებას უწყობენ ხელს ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის სტიმულირებას ახდენენ, რაც ღამის საათებში წნევის მკვეთრ მატებას იწვევს.

ექიმების რეკომენდაციით, გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პირებმა რაციონიდან უნდა ამოიღონ ან მაქსიმალურად შეზღუდონ შემდეგი პროდუქტების მიღება დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე:

  • პროდუქტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის თქვენს სისხლძარღვებს:

მარილიანი თევზი ზეთში: მარილისა და ცხიმის კომბინაცია პირდაპირ მოქმედებს არტერიულ წნევაზე.

ხორცის კონსერვები: შეიცავს დიდი რაოდენობით ნატრიუმს და კონსერვანტებს.

მზა სუპები და სოუსები: ქილებში დაფასოებული ნახევარფაბრიკატები ხშირად "მარილის ბომბია“.

დაკონსერვებული ბოსტნეული: მარინადები ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას და შეშუპებას.

ტკბილი სასმელები: გაზიანი სასმელები, ენერგეტიკები და ტკბილი ყავის კოქტეილები იწვევს გლუკოზის მკვეთრ ნახტომს, რაც თავის ტკივილის, გადაღლილობისა და ჰიპერტონიის განვითარების მიზეზი ხდება.

  • ექიმების გაფრთხილება

ამ პროდუქტების რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს არა მხოლოდ წნევის მერყეობა, არამედ ჰიპერტონიული კრიზიც. მარილის ჭარბი რაოდენობა აუარესებს თირკმელების მუშაობას და იწვევს სისხლძარღვებზე დატვირთვის გაზრდას.

  • რა ითვლება ნორმად?

არტერიული წნევის ოპტიმალურ მაჩვენებლად მიჩნეულია 120/80-ზე, თუმცა ინდივიდუალური ნორმა შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს.

კვლევები ადასტურებს, რომ წნევის შენარჩუნება 120-ზე დაბალ ნიშნულზე საგრძნობლად ამცირებს ინფარქტის, ინსულტისა და გულის უკმარისობის რისკებს. თუ თქვენს რაციონს გადახედავთ და ძილის წინ მარილიან საკვებზე უარს იტყვით, თქვენს გულს მუშაობას მნიშვნელოვნად გაუადვილებთ.