მარნეულში პოლიციასა და ფერმერებს შორის დაპირისპირება იყო. აქციაზე მყოფი ფერმერების განცხადებით, მათ ადგილობრივად წარმოებული ბოსტნეულის რეალიზაცია უჭირთ და იძულებულები არიან, რომ პროდუქცია იმაზე იაფად გაყიდონ, ვიდრე პროდუქციის წარმოება უჯდებათ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, აქციაზე პოლიციელებმა 2 პირი დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.