ავტორი:

"ქვეყანაში უნაყოფობა წყვილების დაახლოებით 10-12%-ში შეიძლება იყოს - დემოგრაფიული გამოწვევების გათვალისწინებით, საჭიროა მიზანმიმართული კვლევის ჩატარება" - სარჯველაძე

"ქვეყანაში უნაყოფობა წყვილების დაახლოებით 10-12%-ში შეიძლება იყოს - დემოგრაფიული გამოწვევების გათვალისწინებით, საჭიროა მიზანმიმართული კვლევის ჩატარება" - სარჯველაძე

ქვეყანაში უნაყოფობა წყვილების დაახლოებით 10-12%-ში შეიძლება აღინიშნებოდეს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • მინისტრის თქმით, საქართველო დიდად არ განსხვავდება ამ მაჩვენებლით ევროპისა და აშშ-ს მაჩვენებლისგან.

„ზუსტი, ოფიციალური სტატისტიკა უშვილობაზე მსოფლიოში, გლობალური პრობლემაა. ხშირად მონაცემები კვლევებზეა დაფუძნებული და არა რეგისტრებზე. პრაქტიკულად, ამ დაავადებასთან დაკავშირებით რეგისტრი არსად შემხვედრია, რომ ცალკე ასეთი არსებობდეს. ჩვენ შეიძლება გვქონდეს სტატისტიკა, რამდენია დიაგნოსტირებული, მაგრამ შეუძლებელია გვქონდეს იმის ამსახველი სტატისტიკა, თუ რამდენია შემთხვევათა საერთო რაოდენობა ობიექტურად.

კვლევებზე დაყრდნობით, ქვეყანაში უნაყოფობა დაახლოებით წყვილების 10-12%-ში შეიძლება აღინიშნებოდეს. საქართველო დიდად არ განსხვავდება ამ მაჩვენებლით ევროპისა და აშშ-ს მაჩვენებლისგან. 10-17 % სახელდება ნორმალურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აქ ასაკს და ყველა ფაქტორს აქვს მნიშვნელობა. აქედან ქალთა წილი 30-35% გახლავთ, თუმცა საერთაშორისო გამოცდილებით, უშვილობისას წყვილებისთვის საჭირო მკურნალობის ჩატარების შემდეგ, პრაქტიკული გამოჯანმრთელება ხდება 75-80%-ში.

დემოგრაფიული გამოწვევების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, საჭიროა დამატებით მიზანმიმართული კონკრეტული, ფოკუსირებული კვლევის ჩატარება, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეაფასებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით არსებულ გამოწვევას, მათ შორის უშვილობას მისი მკურნალობის ბარიერის ძირითად მიზეზებს. სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც ჩაღრმავებულ კვლევას საჭიროებს“,- აღნიშნავს მინისტრი.