თბილისის წიგნის ბაზრობაზე, ორი დღის განმავლობაში, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, რჩეულ ლიტერატურას სხვადასხვა თაობის ცნობილი ქართველი არტისტები წარადგენდნენ. ისინი პროექტის ავტორმა, მსახიობმა ნინო კასრაძემ ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით გააერთიანა.

პროექტი „მსახიობები ლიტერატურისთვის“, რომელსაც კომპანია სილქნეტი 2018 წლიდან უჭერს მხარს, მიზნად ისახავს თანამედროვე მკითხველის წიგნებით მეტად დაინტერესებას და ლიტერატურული გამოცდილების გაზიარებას.
პავილიონის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე შეეძინათ არტისტების მიერ რეკომენდებული წიგნები. წელს პროექტში მონაწილეობდნენ მსახიობები: კახა კინწურაშვილი, სანდრო სამხარაძე, ანა ნიკოლაშვილი, ანა ტყებუჩავა, თიკა ლაღიძე, თორნიკე ბზიავა, ანკა ვასაძე და სხვები. ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ მოზარდებიც — „ლეტერატოს“ მოსწავლეებმა ფესტივალის სტუმრებს სხვადასხვა ავტორის წიგნები გააცნეს.

სილქნეტისა და პროექტ “მსახიობები ლიტერატურისთვის” მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა ფესტივალის დღიურები, რომლებიც გასული წლების 25-მდე ვიდეოჩანაწერს აერთიანებს. დღიურები SilkTV-ის მომხმარებლებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი ვიდეოთეკას წიგნების კატეგორიაში.
პროექტი “მსახიობები ლიტერატურისთვის” თბილისის წიგნის ბაზრობის ერთ-ერთი გამორჩეული ფორმატია. ის წიგნის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ მათთვის კარგად ცნობილი მსახიობების რჩეულ წიგნებს და ამ გზით კიდევ უფრო დაუახლოვდნენ თანამედროვე ქართულ და უცხოურ ლიტერატურას.
R