ავტორი:

"ძირითადი არეალია შავი ზღვის შელფური ზონა, სადაც დაახლოებით 24 მლრდ ტონაზე მეტი ნავთობია... მდიდარია მტკვრის აუზიც" - რას ამბობს გეოლოგი საქართველოში ნავთობის საბადოების არსებობაზე?

"ძირითადი არეალია შავი ზღვის შელფური ზონა, სადაც დაახლოებით 24 მლრდ ტონაზე მეტი ნავთობია... მდიდარია მტკვრის აუზიც" - რას ამბობს გეოლოგი საქართველოში ნავთობის საბადოების არსებობაზე?

საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ანალიტიკოსი და გეოლოგი სანდრო თვალჭრელიძე საუბრობს, რომელიც კითხვას - საქართველოში რომელი ადგილებია ნავთობით მდიდარი ან რამეს ვიყენებთ? - ასე პასუხობს:

"ძირითადი არეალია შავი ზღვის შელფური ზონა, სადაც დაახლოებით 24 მილიარდ ტონაზე მეტი ნავთობია. რას უნდა ვიყენებდეთ, გინახავთ ერთი კოშკი შავ ზღვაში? საქართველო არის გამოუყენებელ შესაძლებლობათა ქვეყანა. ნავთობით მდიდარია მტკვრის აუზი, ის აზერბაიჯანიდან საქართველოსკენ ვიწროვდება და ზუსტად პროპორციულად ვარდება, იკლებს ნავთობის მარაგი. ნავთობის ძირითადი მარაგები მტკვრის აუზში აზერბაიჯანშია და მერე გადადის კასპიის ზღვაში. შავი ზღვის შელფის ზონაში დაახლოებით 20 მილიარდი ტონა ნავთობის პერსპექტივაა. მაგალითად, ჩვენთან აზერბაიჯანის ნავთობის რაოდენობაზე ხუთჯერ მეტი უნდა იყოს, მაგრამ ამას აღმოჩენა სჭირდება.

შავ ზღვაში მეთანის ნაკადი კი არის, მაგრამ პირველ რიგში, სტრუქტურული კვლევებია ჩასატარებელი, თაღური სტრუქტურებია აღმოსაჩენი, თორემ ისე, მოდის მეთანი და გამოიყენონ, თუ შეუძლიათ. საქართველო გამოუყენებელ შესაძლებლობათა ქვეყანაა და ვკარგავთ ჩვენი განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას - შავ ზღვაში რესურსები ათვისებული თუ იქნება საქართველო ეკონომიკურად ძალიან განვითარდება და საუდის არაბეთზე მდიდარი ქვეყანა გახდება". წაიკითხეთ სრულად