ავტორი:

“ელეგანტური იქნებოდა“ - ემანუელ მაკრონი პასუხობს მეფე ჩარლზის განცხადებას იმის შესახებ, რომ “ინგლისი რომ არ არა, აშშ ფრანგულად ილაპარაკებდა“

“ელეგანტური იქნებოდა“ - ემანუელ მაკრონი პასუხობს მეფე ჩარლზის განცხადებას იმის შესახებ, რომ “ინგლისი რომ არ არა, აშშ ფრანგულად ილაპარაკებდა“

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ს პასუხობს, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტს ხუმრობით განუცხადა, რომ ბრიტანელები რომ არ ყოფილიყვნენ, ამერიკელები დღეს ფრანგულად ილაპარაკებდნენ.

“ელეგანტური იქნებოდა“, - წერს მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, თეთრ სახლში გამართულ სახელმწიფო ვახშამზე გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-მ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც იანვარში ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ისინი ახლა გერმანულად ილაპარაკებდნენ შეერთებულ შტატებს მეორე მსოფლიო ომში ევროპისთვის დახმარება რომ არ გაეწია. მეფე ჩარლზმა დონალდ ტრამპს ხუმრობით მიმართა: “გავბედავ და ვიტყვი, ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით თქვენ ფრანგულ ენაზე ილაპარაკებდით“.