არსებული ინფორმაციით ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს ოპერაცია ესაჭიროება მას შემდეგ, რაც თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მხრის კუნთი გაიწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე ადგილისთვის იჭიდავა, ტრავმის გამო გამარჯვება ვერ შეძლო.
მედიაში ბექაურის ტრავმის ამსახველი ფოტოებიც ვრცელდებოდა.

როგორც “ჯუდოს დღიურები“ საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციაზე დაყრდნობით წერს, მას ოპერაციას 5 მაისს, საფრანგეთში გაუკეთებენ.
“საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ინფორმაციით, ლაშა ბექაურს მხრის ოპერაციას 5 მაისს, საფრანგეთის ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში ჩაიტარებს.
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი პარიზში 3 მაისს, თანმხლებ ექიმთან ერთად გაემგზავრება. ოპერაცია ასოციაციის პრეზიდენტთან, ზურაბ კახაბრიშვილთან კოორდინაციით, ექიმმა ნიკა ხუნგურუამ დაგეგმა და მას მხრის ქირურგიის მიმართულებით წამყვანი ფრანგი სპეციალისტები ჩაატარებენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.