ავტორი:

პატიმრობა ემუქრება ფრანგ სტუდენტს, რომელმაც წვენის ავტომატის საწრუპი ალოკა და უკან დააბრუნა - მოზარდმა ვიდეო “ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა და ნახვების დაგროვება სურდა

პატიმრობა ემუქრება ფრანგ სტუდენტს, რომელმაც წვენის ავტომატის საწრუპი ალოკა და უკან დააბრუნა - მოზარდმა ვიდეო “ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა და ნახვების დაგროვება სურდა

ფრანგ სტუდენტს, რომელმაც საჯარო სივრცეში მდგომი ფორთოხლის წვენის ავტომატის საწრუპი ალოკა და ისევ დისპენსერში დააბრუნა, სინგაპურში ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლებით წაუყენეს ბრალი.

  • ადგილობრივი ცნობების თანახმად, ვიდეო, სადაც ის ამ ქმედებას ასრულებს 18 წლის დიდიე გასპარ ოუენ მაქსიმილიენმა “ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა წარწერით - “ქალაქი უსაფრთხო არ არის.“

ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. კომპანია iJooz-მა, რომელიც ფლობს აღნიშნულ ავტომატს, განაცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ მან დისპენსერში არსებული ყველა, 500-ვე საწრუპი შეცვალა.

ორივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მაქსიმილიენს ორ წელზე მეტი პატიმრობა და ათასობით დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

ინციდენტი 12 მარტს, სინგაპურის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. ფაქტი ადგილობრივმა საინფორმაციო გამოცემებმაც კი გააშუქეს.

კომპანია iJooz-მა საინფორმაციო გამოცემა Channel NewsAsia-ს (CNA) განუცხადა, რომ მათ პოლიციაში შეიტანეს საჩივარი და დაიწყეს სანიტარული პროტოკოლების შესრულება, აპარატების შემოწმება.

მაქსიმილიენი ამჟამად Essec Business School-ის სინგაპურის ფილიალის სტუდენტია. სკოლის წარმომადგენელმა ადრე განუცხადა მედიას, რომ ინციდენტის შესახებ მათთვის ცნობილია და მიმდინარეობს შიდა გამოძიება.

მისი ადვოკატების თქმით, მაქსიმილიენის მშობლები სინგაპურში ჩაფრინდნენ. სასამართლო სხდომა 22 მაისს გაიმართება.

წყარო