რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, იური უშაკოვი ავრცელებს.
“დონალდ ტრამპს სჯერა, რომ შეთანხმება, რომელიც დაასრულებდა უკრაინაში კონფლიქტს, უკვე ახლოსაა”, - განაცხადა უშაკოვმა.
უშაკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი 90 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.
„პრეზიდენტების საუბარი მეგობრული, გულწრფელი და საქმიანი იყო“, - აღნიშნა მან.