ავტორი:

“უკვე რამდენიმე ადამიანმა მომწერა თაღლითობის სქემასთან დაკავშირებით - ისევ გამოვიდნენ ჩრდილიდან“ - ლამაზად შეფუთული ტყუილის ახალი ტალღა, რომელსაც არ უნდა წამოეგოთ

“უკვე რამდენიმე ადამიანმა მომწერა თაღლითობის სქემასთან დაკავშირებით - ისევ გამოვიდნენ ჩრდილიდან“ - ლამაზად შეფუთული ტყუილის ახალი ტალღა, რომელსაც არ უნდა წამოეგოთ

MAJOR WAY CAPITAL-ის თანადამფუძნებელი, აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბიზნეს ოპერატორი ბაჩანა კირცხალია ინტერნეტში მომრავლებული თაღლითური სქემების შესახებ საუბრობს და მოსახლეობას აფრთხილებს, ნუ ენდობიან ლამაზად შეფუთულ სიცრუეს.

  • მისი თქმით, თაღლითური შეთავაზებების ახალი ტალღა წამოვიდა...

“ბოლო კვირაში უკვე რამდენიმე ადამიანმა მომწერა თაღლითობის სქემასთან დაკავშირებით.

მეგობრებო, ემიგრანტებო, არ აქვს მნიშვნელობა სად ხართ, თუ ვინმე გწერთ ფულს სადმე გადებინებთ 99% არის “სკემი“, არ აქვს მნიშვნელობა თუ სად განახებთ რომ პლუსში ხართ, არ აქვს მნიშვნელობა რომ თქვენმა ახლობელმა გამოიტანა, ნუ უსმენთ ნურავის. ახალი ტიპის პირამიდა და თაღლითური ქსელები და მაიმუნობებია.

ვიმეორებ თუ ვინმე ხართ მსგავს სქემაში ან გთავაზობენ რამეს, მომწერეთ. დაგეხმარებით რომ არ დაკარგოთ ფული. ვნახოთ ვინაა და რას გთავაზობთ. ნუ უჯერებთ სისულელეებს რომ აი შენ უყურებ შენი ფული როგორ იზრდება. არის აფერა და ტყუილი.

ნებისმიერ დროს შევეცდები დაგეხმაროთ, არ მინდა თქვენი არც ფული და არც არაფერი. გაუზიარეთ ერთმანეთს და გააგებინეთ.

2 წლის წინ ზუსტად ამასთან საბრძოლველად გამოვჩნდი და აქამდე სიმშვიდე იყო. ახლა ეს ძაღლის შვილები ისევ გამოვიდნენ ჩრდილიდან და ისევ ატყუებენ ადამიანებს.

კი ბატონო უნდა გააკეთოთ ინვესტიცია, ამერიკაში ხართ. მსოფლიოს ცენტრში ფინანსების და ინვესტიციების, მაგრამ ნუ უჯერებთ თაღლითებს, რომლებიც თქვენზე ინფორმაციას ისევ გაყიდული და ნამუს გარეცხილი ქართველებისგან აგროვებენ.

არ მოგერიდოთ გინდა მე შემეხმიანეთ გინდაც ჩვენ გუნდს,“ - წერს კირცხალია.