ჩერნობილის კატასტროფა თითქმის 40 წლის შემდეგაც გვახსენებს, რამდენად დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს გარემოზე ამგვარმა რადიაციამ.
განსაკუთრებით საინტერესოა მგლების შემთხვევა - მათი რაოდენობა აკრძალულ ზონაში დაახლოებით შვიდჯერ მეტია, ვიდრე ახლომდებარე ტერიტორიებზე. ეს, სავარაუდოდ, საკვების სიმრავლით აიხსნება.

ჩერნობილის ზონაში დღეს მრავლად არიან გარეული ძაღლებიც. ითვლება, რომ ისინი იმ შინაური ცხოველების შთამომავლები არიან, რომლებიც 1986 წლის ევაკუაციის დროს მიატოვეს. ამ ძაღლებზე ნაწილობრივ ზრუნავენ ის მცველები, რომლებიც აკრძალულ ზონაში უკანონოდ შესულ ადამიანებს აკონტროლებენ.

მკვლევარი, პაბლო ბურაკო, 2016 წელს პირველად ჩავიდა ამ ზონაში. სწორედ იქ, ფანრის მკრთალ შუქზე, პატარა ხის ბაყაყი დაიჭირა - ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ განსხვავებული შეფერილობით.
2022 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აკრძალულ ზონაში მცხოვრები ბაყაყები, საშუალოდ, უფრო მუქი ფერის არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც რადიაციის ზონის გარეთ ცხოვრობენ. მათი ვარაუდით, ბაყაყის მუქი ფერი მელანინის მაღალ დონეს უკავშირდება და, სავარაუდოდ, დამცავი ბარიერის როლს ასრულებს. თუმცა ეს ჰიპოთეზა ჯერჯერობით ბოლომდე დამტკიცებული არ არის.
პაბლო ბურაკო და მისი კოლეგები წლების განმავლობაში არაერთხელ ჩავიდნენ ჩერნობილის ზონაში და 250-ზე მეტი ხის ბაყაყი შეისწავლეს.

განსაკუთრებით დაზარალდა ფიჭვის ტყეები - ეს ხეები რადიაციის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. მათ ადგილას არყის ხეები გავრცელდა და სრულიად ახალი ტიპის ტყე ჩამოყალიბდა.
არსებობს ნიშნები, რომ გარკვეულმა მცენარეებმა და ცხოველებმა მართლაც გამოიმუშავეს უკეთესი გამძლეობა. მაგალითად, 2012 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ჩერნობილის ტერიტორიაზე გაზრდილი სოიო უკეთ უმკლავდება რადიოაქტიურობასა და მძიმე მეტალებს. გარდა ამისა, დაზიანებული რეაქტორის შენობაში იზრდება შავი სოკო, რომელიც, როგორც ჩანს, მელანინის წყალობით უკეთ იტანს ძლიერ რადიაციას.

რა თქმა უნდა, ყველა სახეობა ვერ ეგუება ასეთ გარემოს.
ამასთან, ჩერნობილის კატასტროფის გავლენა მხოლოდ ახლომდებარე ტერიტორიით არ შემოიფარგლება. მისი კვალი დღესაც შეიძლება ვიპოვოთ სხვადასხვა ქვეყანაში: მაგალითად, რადიოაქტიური ნაწილაკების კვალი აღმოჩენილია პოლონეთში შეგროვებულ სოკოში