საქართველოს თავდაცვის ძალებს 35 წელი შეუსრულდა. ეს დღეს ვაზიანში მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნება.


ღონისძიებას ესწრებიან: პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები.



