ავტორი:

200-კარატიანი ზურმუხტის ბრწყინვალება - რა ღირს ლორენ სანჩესის ყელსაბამი, რომელიც თეთრ სახლში საღამოს მთავარი ვარსკვლავი გახდა

200-კარატიანი ზურმუხტის ბრწყინვალება - რა ღირს ლორენ სანჩესის ყელსაბამი, რომელიც  თეთრ სახლში საღამოს მთავარი ვარსკვლავი გახდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრ სახლში დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამესა და დედოფალ კამილას უმასპინძლეს.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო ვახშამი გაიმართა, რომელსაც არაერთი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ მილიარდერი ჯეფ ბეზოსი და მისი მეუღლე, ლორენ სანჩესი.

  • ლორენი შავ, ელეგანტურ შავ კაბაში იყო გამოწყობილი. ყველაზე დიდი ყურადღება კი მისმა ყელსაბამმა მიიქცია - თვალისმომჭრელი სამკაული, რომელიც დიზაინერ ლორეინ შვარცის მიერაა შექმნილი - ეს არის 200-კარატიანი ზურმუხტის ყელსაბამი

სამკაულის ფასი ცნობილი არ არის, თუმცა ტაბლოიდები ვარაუდობენ, რომ მისი ღირებულება 10 მილიონი დოლარია.

სანჩესმა ეს სამკაული პირველად 2025 წლის Vanity Fair-ის ოსკარის შემდგომ წვეულებაზე მოირგო.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პირველი ლედი მელანია ტრამპი, რომელიც ვარდისფერ Dior Haute Couture-ის კაბაში იყო გამოწყობილი, ხოლო ივანკა ტრამპი ლურჯი Reem Acra-ს მოსასხამით გამოჩნდა.

წყარო