28 აპრილს ლეგენდარულმა ბრენდმა, Chanel-მა თავისი Cruise 2026/2027 კოლექცია წარადგინა.
სტუმრებს შორის იყო არაერთი ვარსკვლავი იყო, მათ შორის ნიკოლ კიდმანი. თუმცა, ცნობილი ადამიანები მალევე დაჩრდილა Chanel-ის ახალმა სანდალმა.

ფეხსაცმლის ქუსლის ნაწილი შედგება თხელი პლატფორმისგან, ზონრებით, რომლებიც კოჭებს ეხვევა... და სულ ეს არის. ფეხის თითები, ძირები და ტერფის წინა ნაწილი მთლიანად მოშიშვლებულია.
დიზაინერი, რომელმაც თქვენს ნაბიჯებს ენერგიულობის სრულიად ახალი დონე შემატა, Chanel-ის კრეატიული დირექტორი, მეთიუ ბლაზია.
სანდალმა უკვე გაყო როგორც მოდის ენთუზიასტები, ისე ინტერნეტ-კრიტიკოსები. ნაწილს ახალი დიზაინი სასაცილოდ არ ჰყოფნის, ნაწილი კი ამას გაბედულ მარკეტინგულ ხრიკად მიიჩნევს.

კოლექციაში ასევე წარმოდგენილი იყო საცურაო ქუდები, ქალთევზას ქერცლებით და გაზეთის პრინტიანი სამოსი. ბევრმა მიიჩნია, რომ კოლექცია მთლიანობაში ინოვაციური იყო.
კოლექციაში სახელწოდებით “Stardust Aphrodite“ ერთ-ერთმა კაბის დიზაინმა ინტერნეტი “ააფეთქა“.