ავტორი:

"ჩვენთან არ არის ხალხი, ვისაც ფული აქვს? თუ გიყვარს შენი ქვეყანა, ფეხბურთი, რაღაცით დაეხმარე... ველით, რომ "ინოპლანეტელები" ჩამოვლენ და ქვეყანას დაგვიწყობენ?" - თემურ ქეცბაია

"ჩვენთან არ არის ხალხი, ვისაც ფული აქვს? თუ გიყვარს შენი ქვეყანა, ფეხბურთი, რაღაცით დაეხმარე... ველით, რომ "ინოპლანეტელები" ჩამოვლენ და ქვეყანას დაგვიწყობენ?" - თემურ ქეცბაია

იაგო ხვიჩიას გადაცემაში "საქართველოს დაბადება“ ვეტერანმა ფეხბურთელმა და თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად ახალხან დანიშნულმა თემურ ქეცბაიამ ისაუბრა, გთავაზობთ ნაწყვეტს:

"დღევანდელი ფეხბურთი რა არის? რატომ ხდება, რომ მილიარდერები, ფეხბურთისა და კალათბურთის გუნდებს ყიდულობენ?

მილიარდერია უკვე, ცხოვრების აზრი აქვს იმას დაკარგული, უნდა, რომ რაღაცით გაერთოს, რა... და ამაზე უკეთესი გასართობი არ არსებობს. ვიყიდი გუნდს, დავაკომპლექტებ და მინდა, რომ ამ გუნდით მოვიგო ყველაფერი...

ჩვენთან არ არის ხალხი, ვისაც ფული აქვს? აი, იძახიან, რომ არიან ისეთები, ვინც მილიარდ მოგებას ნახულობენ წელიწადში. რატომ არ შეიძლება, რომ ამ მილიარდიდან ერთი 10 მილიონი იქნება თუ 20 მილიონი ლარი ჩადო საფეხბურთო გუნდში? თუ გიყვარს მართლა შენი ქვეყანა, თუ გიყვარს ფეხბურთი, რაღაცით დაეხმარე ქვეყანას.

ჩვენთან რატომ არ კეთდება ეს? აზერბაიჯანში რატომ კეთდება? "ყარაბაღი“ მარტო გუნდი კი არ არის, აქ პოლიტიკაც არის ჩადებული, რომ დაანახონ, რომ "ყარაბაღი“ ამათია, რა! და ბოლოს მაინც ხომ დაიბრუნეს ის ყარაბაღი...

ჩვენთან კიდევ მახსოვს მე წინა წლებში, "ცხინვალი“ იყო, უეფაზე გავიდა და მივიდნენ, ითხოვეს რაღაცა ფული, რომ დახმარებოდნენ, მაგრამ... რატომ არ შეიძლება ჩვენთანაც რომ გაკეთდეს სოხუმის "დინამო“ ან ცხინვალის "სპარტაკი“ ადრე რომ იყო... ჩვენც დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ ეს ჩვენი ტერიტორიებია.

გავაკეთოთ ჩვენთანაც კაი ჩემპიონატი, კაცო! ჩამოვიყვანოთ ეს უცხოელები. ვხედავთ, არ იზრდება იმდენი ქართველი ფეხბურთელი იმ დონის, რომ ჩვენ ევროპაზე გავიდეთ და რაღაცას მივაღწიოთ. ჩვენ კი არა, ინგლისი ნახე - 80% უცხოელები არიან. იქაც არ თამაშობენ იქაური ფეხბურთელები. მთელ მსოფლიოში ეგრეა, მთელ ევროპაში ეგრეა.

იმას ვიძახი, რომ არ არის პატრიოტი ხალხი, არ არის ხალხი, რომელსაც მართლა ფეხბურთი უყვარს. შეიძლება ფეხბურთი არ გიყვარდეს, შე კაი კაცო, მაგრამ ფული რომ გაქვს, ან ფეხბურთში ჩადე, ან სპორტის სხვა სახეობაში, ან რაღაცაში... რაღაცა ხომ უნდა გავაკეთოთ?! ჩვენ ველოდებით, "ინოპლანეტელები" ჩამოვლენ და ქვეყანას დაგვიწყობენ? ეგრე არ ხდება...