ისრაელმა უკრაინიდან მოპარული მარცვლეულით დატვირთულ რუსულ გემს გადმოტვირთვის უფლება არ მისცა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ისრაელის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მისასალმებელია, რომ გემი „PANORMITIS“-დან, რომელსაც უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეული უკანონოდ გადააქვს, ისრაელში გადმოტვირთვა არ მოხდება. ეს ადასტურებს, რომ უკრაინის სამართლებრივი და დიპლომატიური ქმედებები ეფექტური იყო. ასევე, ეს მკაფიო სიგნალია ყველა სხვა გემის, კაპიტნის, ოპერატორის, სადაზღვევო ორგანოსა და მთავრობისთვის: არ შეიძინოთ მოპარული უკრაინული მარცვლეული. ამ დანაშაულის ნაწილი არ გახდეთ“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.