ავტორი:

“არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, ყველანაირად განულებულები არიან“ - კახა კალაძე “ოპოზიციურ ალიანსზე“

“არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, ყველანაირად განულებულები არიან“ - კახა კალაძე “ოპოზიციურ ალიანსზე“

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციას პოლიტიკურად არანაირი რესურსი და შანსი არ გააჩნია იმისა, რომ წარმატებას მიაღწიონ. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “ოპოზიციური ალიანსი“ განულებულია.

“მგონი, ყველა ვხედავთ, რომ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, ყველანაირად განულებულები არიან. ცხადია, ამას თავისი ახსნა აქვს. როდესაც პოლიტიკაში ხარ და ემსახურები უცხო ქვეყანას, წარმოადგენ აგენტურას, რა თქმა უნდა, არანაირი პოლიტიკური შესაძლებლობები და შანსები არ გაქვს, ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს არსებულ სიტუაციას. აფასებს იმას, თუ ვინ, რით არის დაკავებული და ვის, რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან მიმართებით, ვის, რა ინტერესები აქვს.

  • შესაბამისად, ყველამ კარგად ვიცით, ეს ადამიანები საიდან იმართებიან, ვინ არიან მათ პატრონები, რა მითითებებს აძლევენ. მათ პოლიტიკურად არანაირი რესურსი არ გააჩნიათ და არანაირი შანსი არ აქვთ იმისა, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ“,-განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის აქტივობებით არც ინტერესდება.

“დიდად არ ვინტერესდები მათი აქტივობებით, თუმცა, ეს ის ადამიანები არიან, ვინც შემჩნეული არიან ქვეყნის მტრულ საქმიანობაში, წარმოადგენენ აგენტურად და დაკავებული არიან მოღალატეობრივი ქმედებებით. მათ არანაირი შანსი არ აქვთ. სადაც უნდათ, იქ იარონ, როგორც უნდათ, ისე იარონ, მათ არანაირი რესურსი და შანსი არ აქვთ“,- განაცხადა კალაძემ.