ავტორი:

"პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო" - პიტ ჰეგსეთი

"პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო" - პიტ ჰეგსეთი

"პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო, - ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი აშშ-ის თავდაცვის მდივანზე, პიტ ჰეგსეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენების შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ პენტაგონმა აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინის დასახმარებლად დამტკიცებული 400 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა უკვე გამოყო.

"დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ეს 400 მილიონი ევროპული შესაძლებლობების გაძლიერებისთვის იყო გამოყოფილი და ეს თანხა უკვე გამოთავისუფლდა“, - აღნიშნა ჰეგსეტმა.

მანამდე, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, მიჩ მაკკონელმა The Washington Post-ში სტატია გამოაქვეყნა და პენტაგონი კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხების გამოყოფის შეფერხების გამო გააკრიტიკა.

მიჩ მაკკონელმა თანხის გამოყოფის შეფერხებაში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე, ელბრიჯ კოლბი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.

„კოლბიმ დაადგინა, რომ უკრაინისთვის და ასევე, ბალტიისპირეთში ნატო-ს მოკავშირეების უსაფრთხოების დახმარება „არაეკონომიური ხარჯი“ იყო და ეს ძალისხმევა 2026 წლის ფისკალური ბიუჯეტის მოთხოვნიდან ამოიღო“, - ნათქვამია ამერიკელი სენატორის სტატიაში.