ავტორი:

ირანთან ომის გამო დონალდ ტრამპ უმცროსმა და ბეტინა ანდერსონმა ქორწილი გადადეს

ირანთან ომის გამო დონალდ ტრამპ უმცროსმა და ბეტინა ანდერსონმა ქორწილი გადადეს

ცოტა ხნით ადრე “Page Six“ -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისე ჩანდა, თითქოს დონალდ ტრამპ უმცროსი და ბეტინა ანდერსონი ჩქარობდნენ რაც შეიძლება მალე ექორწინათ .

“მარ-ა-ლაგოში“, დონალდ ტრამპის პალმ-ბიჩის რეზიდენციაში, წყვილმა სწრაფი ტემპებით უკვე გამართა წინასაქორწილო წვეულებები და ძალიან სურდათ, თეთრ სახლში დაგეგმილი ქორწილი უკვე ოფიციალურად გაეფორმებინათ, თუმცა როგორც ჩანს იმის გამო, რომ ირანთან ომი მოსალოდნელზე მეტხანს გაიწელა, მათ ლოდინი კიდევ მოუწევთ.

“მათ კარგად ესმით, რომ მაშინ, როდესაც ადამიანები იღუპებიან, თეთრ სახლში პომპეზური ქორწილის გადახდა საზოგადოების მხრიდან დადებითად არ იქნება აღქმული, მით უმეტეს მეფე ჩარლზის პატივსაცემად გამართული სახელმწიფო ვახშმის შემდეგ ეს ზედმეტად დიდი ფუფუნება და საზეიმო ცერემონიულობა იქნებოდა“. აცხადებს ინსაიდერი.

მისივე თქმით, “დონი წინასაქორწილო წვეულებებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, მას სურს რომ ყველამ იცოდეს, წყვილი ერთმანეთს აღმერთებს, მაგრამ სანამ ქორწილი ჩაინიშნება უნდა დარწმუნდნენ, რომ პოლიტიკურად ამისთვის შესაფერისი დროა შერჩეული“.

წყარო