გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
“გერმანიის კანცლერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას (რაშიც სრულიად არაეფექტურია!), და საკუთარი დანგრეული ქვეყნის გამოსწორებას, განსაკუთრებით იმიგრაციისა და ენერგეტიკის, და ნაკლები დრო უნდა დაუთმოს მათთან ჩარევას, ვინც ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრას ცდილობს, რითაც მსოფლიოს, მათ შორის გერმანიას, უფრო უსაფრთხო ადგილად აქცევს!”, - წერს ტრამპი.