ავტორი:

პოლონეთში სასტიკად მოკლეს 38 წლის ქართველი მამაკაცი: ვინ არიან დაკავებულები და რას წერს ადგილობრივი მედია - "ქუჩაში ნახეს ნაცემი... აღარ სუნთქავდა"

პოლონეთში სასტიკად მოკლეს 38 წლის ქართველი მამაკაცი: ვინ არიან დაკავებულები და რას წერს ადგილობრივი მედია - "ქუჩაში ნახეს ნაცემი... აღარ სუნთქავდა"

პოლონეთის ქალაქ გოჟუვ-ვველკოპოლსკიში (Gorzów Wielkopolski) ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ქალაქის ცენტრში 38 წლის საქართველოს მოქალაქეს, გიორგი ჭ.-ს, თავს დაესხნენ, რის შედეგადაც იგი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტი 24-25 აპრილის ღამეს მოხდა. სამი ნაცნობი ქალაქის ცენტრში, ე.წ. „კიბეებთან“, დროს ერთად ატარებდა და ალკოჰოლს მოიხმარდა. მათგან ორმა იქვე გამვლელ საქართველოს მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პროკურატურის განცხადებით, თავდამსხმელები მამაკაცს ხელებითა და ფეხებით სხეულის სხვადასხვა არეში სასტიკად სცემდნენ.

  • ცნობილია, რომ მოკლული მამაკაცი გიორგი ჭილაშვილია, ის თელავიდან იყო.

ღამის 02:00 საათისთვის პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ერთ-ერთ ქუჩაზე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და არ სუნთქავდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

პოლიციამ ცხელ კვალზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა: 25 წლის გრაციან ფ. 23 წლის მარტინ კ. ორივე მათგანს ბრალი უკვე წარედგინა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ, სასამართლომ მათ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებს არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და სამუშაო. პოლონური კანონმდებლობით, ჯგუფურ ცემაში მონაწილეობისთვის, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, დამნაშავეებს 2-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

წაიკითხეთ ასევე: