ავტორი:

გდდ-ს ყოფილი უფროსი რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

გდდ-ს ყოფილი უფროსი რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, რომან ქარცივაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას ახალი ხელმძღვანელი რომან ქარცივაძე წარუდგინა.

გეკა გელაძემ რომან ქარცივაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მებრძოლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, გეკა გელაძემ, მოადგილეებთან და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორთან ერთად, ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.