ქალები ერთმანეთის მხარდასაჭერად - 2026 წლის ბოლომდე კანის მოვლის ბრენდ „ველედას“ „სკინ ფუდის“ შეძენის შემთხვევაში, თავშესაფარში მცხოვრებ ძალადობაგამოვლილ ქალებსა და მათ შვილებს დაეხმარებით.
საქველმოქმედო კამპანია გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და „ეკობრენდს ჯორჯიას“ პარტნიორობით ხორციელდება და შესაძლებლობას გაძლევთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ ძალადობაგამოვლილი ქალებისთვის უკეთესი რეალობის შექმნაში. “ეკობრენდს ჯორჯიასთან” შესაბამის შეთანხმებას ხელი გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონულმა დირექტორმა, ფლორენს ბაუერმა საქართველოში სტუმრობისას მოაწერა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონული დირექტორი ფლორენს ბაუერი და “ეკობრენდს ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი, ნათია ჭინჭარაული
ფოტოს ავტორი: მიკა ძიძიგური/UNFPA
შედეგად, თქვენ მიერ შეძენილი თითოეული პროდუქტის გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაეცემა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავშესაფარს.
„სკინ ფუდი“, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ქალის საყვარელი პროდუქტია, წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბრენდს სურს, ეს თარიღი განსაკუთრებული იყოს მათთვისაც, ვისაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება ფსიქოლოგიური, იურიდიული თუ რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით. გაეროსთან და „ეკობრენდსთან“ ერთად, ძალადობაგამოვლილი ქალების გაძლიერება თითოეულ ჩვენგანს მხოლოდ ერთი პროდუქტის შეძენით შეგვიძლია.

ავტორი: მიკა ძიძიგური/UNFPA
საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში თავშესაფარს რამდენჯერმე ესტუმრა გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში, მისი რეგიონული დირექტორი - ფლორენს ბაუერი და „ეკობრენდსის“ მენეჯმენტი, რომელთაც ქალებისა და მათი შვილების საჭიროებები შეისწავლეს.
ყველა ქალი და გოგო უნდა სარგებლობდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებით - ღირსეულად იცხოვროს უსაფრთხო და ძალადობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში.
გაეროს მოსახლეობის ფონდში განმარტავენ, რომ „ეკობრენდს ჯორჯიასთან“ და ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელთან თანამშრომლობა ნათლად წარმოაჩენს თუ როგორი მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობა სოციალური საკითხებების გადასაწყვეტად და იმ ადამიანების მხარდასაჭერად, ვინც ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება - განსაკუთრებით, ძალადობის შედეგად დაზარალებული ქალების, გოგოებისა და ბავშვების მხარდაჭერას.

გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონული დირექტორი ფლორენს ბაუერი და „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ (ძდექ) დირექტორი. ნატო შავლაყაძე
ავტორი: მიკა ძიძიგური/UNFPA
გაეროში აღნიშნავენ, რომ საზოგადოების ერთიანობით შესაძლებელია, მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალოს უკეთესობისკენ.
პროექტს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში - „ყველა ქალს აქვს უფლება, იყოს ლაღი და ბედნიერი”, - აღნიშნავს 18 წლის ნატალია აბაშიძე, რომელმაც „სკინ ფუდის“ შეძენისას აღმოაჩინა, რომ მნიშვნელოვანი საქმის მონაწილეა, - „ის, რაც ახლახან აღმოვაჩინე, უკვე მიყვარს. მითუმეტეს, რომ ვიცი, ჩემი შეძენილი პროდუქტით, ძალადობაგამოვლი ქალებისა და მათ შვილების მხარდაჭერაშიც შემაქვს წვლილი“, - განგვიმარტა მან.

ნატალია აბაშიძე
ფოტოს ავტორი: ანა ციციშვილი
ქეთევან (კაწია) სამსონაძე გვიზიარებს, რომ Skin Food გახდა ერთი მხრივ, მისი კანის მოვლის რუტინის მნიშვნელოვანი ნაწილი და მეორე მხრივ გზა, თავისი წვლილი შეიტანოს ქალების მხარდაჭერაში - „რაც დრო გადის უფრო მეტად ვუსმენ და ვუჯერებ ჩემს კანს - ასე ვიპოვე Skin Food და, მისი მეშვეობით ვიპოვე გზაც, როგორ გამოვიჩინო სოლიდარობა თავშესაფარში მცხოვრები ქალების მიმართ, მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად“.

ქეთევან (კაწია) სამსონაძე
ფოტოს ავტორი: ანა ციციშვილი
„ველედას“ „სკინ ფუდი“, ერთი მხრივ, ყველა ასაკის ქალისთვის შეიძლება გახდეს შეუცვლელი პროდუქტი კანის მოვლაში და მეორე მხრივ, ინსტრუმენტი, ჩაერთოს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში. 63 წლის ბუბა ოჩიაური ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ „სკინ ფუდი“ მისი კანის პატარა საიდუმლოა, რომელსაც შვილებსა და შვილიშვილებს გადასცემს, - „ამასთანავე, საამაყოა და გულისამაჩუყებელი, რომ Skin Food-ის შეძენით, დიდი საქმის თანამონაწილეც ხდები - ცვლი ქალების ცხოვრებას უკეთესობისკენ“, - განგვიმარტა მან.

ბუბა ოჩიაური
ფოტოს ავტორი: ანა ციციშვილი
ყველა ქალსა და გოგოს, აქვს უფლება, იცხოვროს ძალადობის, იძულებისა და ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში, რომლის შექმნაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ერთი იდეისა და საქმის გარშემო გაერთიანებით.
NS