ავტორი:

"ჯესიკამ ულტიმატუმი წაუყენა, ჯასტინს მოუწევს ოჯახს დაემშვიდობოს, თუ..." - მედია ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ სკანდალური ცხოვრების შესახებ წერს

"ჯესიკამ ულტიმატუმი წაუყენა, ჯასტინს მოუწევს ოჯახს დაემშვიდობოს, თუ..." - მედია ჯასტინ ტიმბერლეიკის შესახებ სკანდალური ცხოვრების შესახებ წერს

ვარსკვლავური წყვილის, ჯესიკა ბილისა და ჯასტინ ტიმბერლეიკის ქორწინება ერთ-ერთ ყველაზე მყარ ქორწინებად მიიჩნეოდა, თუმცა თანაცხოვრების 14 წლის შემდეგ, მათ ურთიერთობაში პრობლემები აქვთ და თან ისეთი სერიოზული პრობლემები, რომ როგორც ინსაიდერები წერენ, მათ დაშორება გადაწყვიტეს.

  • ტიმბერლეიკის სახელი მრავალ სკანდალთანაა დაკავშირებული - მათ შორის ალკოჰოლთან დაკავშირებულ ინციდენტებთან და სხვა ქალებთან ერთად გადაღებულ სადავო ფოტოებთან. ამ ყველაფერს მოგვიანებით ბრიტნი სპირსის მემუარების გამოსვლაც დაემატა.

მედიის ყურადღებისგან თავის დაღწევის მიზნით, წყვილი ლოს-ანჯელესიდან უფრო მშვიდ გარემოში, მონტანაში გადავიდა საცხოვრებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ბილი სკანდალებს საჯაროდ არ გამოხმაურებია, წყაროების თქმით, ოჯახში ხშირია დაძაბულობა და წყვილი მუდმივად ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას საჯარო და პირად ცხოვრებას შორის.

2024 წლის ივნისში ტიმბერლეიკი ნიუ-იორკის შტატის ქალაქ საგ-ჰარბორში დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მან საგზაო წესები დაარღვია და ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

ოჯახთან დაახლოებული წყაროს თქმით, ჯესიკამ ქმარს ულტიმატუმი წაუყენა - ან შეიცვლებოდა, ან ოჯახს დაემშვიდობებოდა.

"ჯესიკას მეტის ატანა აღარ შეუძლია. ის ყველაფერს შვილებისთვის აკეთებს და საჯარო შერცხვენით უკვე დაიღალა. ჯასტინი არასდროს არის სახლში, მიუხედავად იმისა, რომ მისი მსოფლიო ტურნე გასულ ზაფხულს დასრულდა", - განაცხადა წყარომ.

მეორე ინსაიდერის თქმით, რომელიც Daily Mail-ს ესაუბრა, ჯასტინ ტიმბერლეიკი ყოველთვის აქტიური სოციალური ცხოვრებით გამოირჩეოდა.

"ჯასტინს გარეთ გასვლისას ხელში ყოველთვის სასმელი უჭირავს. NSYNC-ის პიკშიც კი, რესტორანში ან ტურნეზე, მას ყოველთვის უყვარდა კარგი დროის გატარება,“ - ამბობს წყარო.

  • ჯესიკა ბილი და ჯასტინ ტიმბერლეიკი პირველად 2007 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. მათი ურთიერთობა ოთხი წელი გაგრძელდა და 2011 წლის მარტში მოკლე დროით შეწყდა, თუმცა იმავე წლის ნოემბერში ისინი კვლავ შერიგდნენ. მალევე, დეკემბერში, ტიმბერლეიკმა ბილს ხელი სთხოვა.

წყვილი 2012 წლის ოქტომბერში იტალიაში დაქორწინდა და მათ ორი შვილი ჰყავთ - 11 წლის სილასი ტიმბერლეიკი და 5 წლის ფინეას ტიმბერლეიკი.

ვაჟის დაბადების შემდეგ, წყვილმა გადაწყვიტა ოჯახური ცხოვრება უფრო მშვიდ გარემოში გაეგრძელებინა. სწორედ ამიტომ მონტანაში მდებარე სახლი ძირითად საცხოვრებლად აქციეს, რათა შვილებისთვის უფრო "ნორმალური და დაცული“ გარემო შეექმნათ.

  • მათი საცხოვრებელი Yellowstone Club-ის კერძო ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს არის დახურული, მდიდრული კომპლექსი, სადაც კონფიდენციალურობა და უსაფრთხოებაა უზრუნველყოფილი.

ამავე ტერიტორიაზე ცხოვრობენ სხვა ცნობილი ადამიანებიც, მათ შორის მარკ ცუკერბერგი და ტომ ბრედი, რაც ადგილს კიდევ უფრო პრესტიჟულ და იზოლირებულ საცხოვრებელ ზონად აქცევს.

წყარო