ბათუმში ტაქსის მძღოლებმა შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
"ტაქსით მომსახურებისას, გამომუშავება ძალიან დაბალია, ჩვენი მუშაობის ხარჯზე ტაქსის კომპანიების მილიონერები გახდნენ. მოვითხოვთ, რომ გადაიხედოს შრომითი პირობები, მოგვეცეს შესაძლებლობა, რათა ჩვენი შრომა დაფასდეს და შესაბამისი ანაზღაურება გვქონდეს. ანაზღაურება გვრჩება ძალიან დაბალი“,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.