ავტორი:

ხვალიდან ამინდი უარესდება - წვიმა, სეტყვა, ელჭექი: როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

ხვალიდან ამინდი უარესდება - წვიმა, სეტყვა, ელჭექი: როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ასევე მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).