ავტორი:

"რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე აშშ-ში გაიქცა" - რუსული მედიის ცნობით, ის ამერიკაში საქართველოს გავლით წავიდა

"რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე აშშ-ში გაიქცა" - რუსული მედიის ცნობით, ის ამერიკაში საქართველოს გავლით წავიდა

რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე დენის ბუცაევი, სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებში გაიქცა - ინფორმაციას რუსული Telegram-არხი Faridaily ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • მთავრობასთან დაახლოებული ორი წყაროს თქმით, ბუცაევმა რუსეთი 18 აპრილს დატოვა. მისი გადადგომის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა 22 აპრილს, მისი წასვლის შემდეგ მოაწერა ხელი.

ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ბუცაევი ჯერ მინსკში, შემდეგ კი თბილისში გაემგზავრა. მოგვიანებით კი, როგორც Faridaily წერს, შეერთებულ შტატებში ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ბუცაევი არ არის სანქცირებული არც აშშ-ის და არც ევროკავშირის მიერ.

2020 წლიდან დან 2025 წლის მარტამდე, იგი რუსეთის ეკოლოგიური ოპერატორის (РЭО) ხელმძღვანელად მუშაობდა. აპრილში რუსულ ანონიმურ Telegram-არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ РЭО-ს ახალი ადმინისტრაციული დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მოგვიანებით Vedomosti“-მაც გაავრცელა ცნობა, რომ საქმე ეხებოდა თაღლითობის მუხლს.

"ბუცაევს გაუმართლა, რომ ჰყავდა მეგობრები, რომლებმაც დროულად გააფრთხილეს" - აღნიშნავს Faridaily-ის ერთ-ერთი წყარო.

წყარო