ავტორი:

მეწყრული პროცესები რაჭაში: ონის შესასვლელთან საავტომობილო გზა ჩაიკეტა - რას წერს გოჩა ენუქიძე?

მეწყრული პროცესები რაჭაში: ონის შესასვლელთან საავტომობილო გზა ჩაიკეტა - რას წერს გოჩა ენუქიძე?

მეწყრული პროცესების შედეგად, ონის შესასვლელთან საავტომობილო გზა ჩაიკეტა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტარი გოჩა ენუქიძე წერს და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს.

"ქალაქ ონის შესასვლელთან, მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა, რის გამოც დროებით შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა.

ადგილზე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა, დაიცვათ უსაფრთხოების წესები.მოძრაობის აღდგენის შესახებ დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით", - ვკითხულობთ ენუქიძის პოსტში.