ავტორი:

"ბევრი ჩვენი თანამემამულე უცხოეთში ნარკოტიკებისთვის ქუჩაში მათხოვრობს... არაერთი კვდება“ - ჩუმი ქართული ტრაგედია

"ბევრი ჩვენი თანამემამულე უცხოეთში ნარკოტიკებისთვის ქუჩაში მათხოვრობს... არაერთი კვდება“ - ჩუმი ქართული ტრაგედია

დღეს შესაძლოა ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდეს უფრო დიდი ტრაგედია, როგორიც ნარკოტიკის მოხმარების გამო ახალგაზრდების მოულოდნელი გარდაცვალებაა. სამწუხაროდ იზრდება ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევები. სახელმწიფოებრივი გულგრილობის თუ სხვა მიზეზების გამო, არ არსებობს ნარკოტიკის გამო უცხოეთში გარდაცვლილი ჩვენი თანამოქალაქეების სტატისტიკა. თუმცა სპეციალური სამსახურების თვალწინ ნელ-ნელა მატულობს ის დრამა, რომელიც ემიგრაციიდან ნარკომომხმარებელი ახალგაზრდების ჩამოსვენებით არის გამოწვეული, რაც მძიმედ მოქმედებს იმ ემიგრანტებზე, რომლებიც საქართველოს საელჩო გადმოსვენების განკარგულებამდე გარდაცვლილს პატრონობენ. მათ შორის არის საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტი, სტუდენტი თემო მაჩიტიძეც. მისი მონათხრობი ამ თემაზე არა მხოლოდ ტკივილს ასახავს, არამედ იმაზეც დაგვაფიქრებს, თუ რამდენად არის გასათვალისწინებელი ემიგრაციაში გამგზავრების წინ ადამიანის ცხოვრების წესი, მისი დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი და ასევე ის გარემო, სადაც მას დასაქმებამდე და დამკვიდრებამდე მოუწევს ცხოვრება.

- ვინც უცხოეთში განათლებისა და მუშაობისათვის მოდის, საბედნიეროდ, მათ ეს სენი არ ემართებათ. ემიგრაციაში ნარკოტიკი ბევრად იაფია, ვიდრე საქართველოში. სწორედ ეს ხელმისაწვდომობა, ნარკოტიკის უფასოდ ან მიზერულ ფასად შოვნაა ემიგრაციაში ნარკოდამოკიდებულების ჩამოსვლის მთავარი მიზეზი. არსებობენ ისეთებიც, ვისაც საქართველოში ნარკოტიკი არ ჰქონია მიღებული და ემიგრაციაში შეეჩვია, იმიტომ, რომ ნარკოტიკი მარტივად ჩაუვარდა ხელში. ასეთი შემთხვევა არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა.

საქართველოს ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოსული ბიჭი საფრანგეთში მშენებლობაზე მუშაობდა, ოჯახსაც პატიოსნად ეხმარებოდა, მაგრამ ერთ დღეს გასინჯა ის ნარკოტიკი, რომელსაც ის ბიჭები მოიხმარდნენ, ვისთანაც ცხოვრობდა. ვერ გეტყვით, ეს რატომ მოხდა, მაგრამ ამ "გასინჯვამ" ბიჭი კომაში ჩააგდო.

მართალია, შეშინებულმა "მეგობრებმა" გამოაფხიზლეს, მაგრამ მერე მარტო დატოვეს და ეიფორიაში მყოფმა ნარკოტიკი ისევ გასინჯა და გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ, რა კოშმარში ჩააგდებდა ეს მის ოჯახს საქართველოში. ემიგრაციაში ხომ სრულიად ჯანმრთელი ფსიქიკისა და მშრომელი ადამიანი გამოუშვეს. ამ დროს გარდაცვლილის ახლობლებთან ურთიერთობა უმძიმესია. თუმცა, როდესაც შენი თანამემამულე მიცვალებული საპატრონოა, მზად უნდა იყო ამ ტვირთის ასაღებად. შესაძლოა ქართველები ყოველთვის ერთიანები არ ვიყოთ, მაგრამ როდესაც ემიგრაციაში გაჭირვებაში მყოფი ქართველის პატრონობას ეხება საქმე, უკან არავინ იხევს. გააგრძელეთ კითხვა