ავტორი:

2 მაისს, თბილისში, აბონენტთა ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება - ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

2 მაისს, თბილისში, აბონენტთა ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება  - ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

ჩუღურეთის რაიონში, ნაქერალასა და გალავნის ქუჩების კვეთაზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ჩუღურეთში მაცხოვრებელ აბონენტებს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ, - ამის შესახებ ჯივიპის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მომხმარებლებს წყლის მიწოდება 2 მაისს საღამოს 20:00 საათიდან, 3 მაისის ღამის 23:55 საათამდე შეუწყდებათ.

"2 მაისს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, ჩუღურეთის რაიონში, ნაქერალასა და გალავნის ქუჩების კვეთაზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 2 მაისს საღამოს 20:00 საათიდან, 3 მაისის ღამის 23:55 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში: ქინქლაძის, როსტოვის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, ყირიმის, ხაზარაძის, კაპანაძის, ლენტეხის, ოსიაურის, უფლისციხის, ზეგანის, ჯაფარიძის, ართვინის, საქარას, ბერიაშვილისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩებს; ნორიოს აღმართს, გროზნოს, მიჩურინის, მამარდაშვილის, ასპინძისა და ფარავანის ქუჩებს, შესახვევებსა და ჩიხებს; 9 ძმის N 1-25, N 2-18, ჩეჩელაშვილის მე-3 და მე-4 შესახვევებს, ნინო და კალისტრატე სალიების N1-15, N2-24, პაატა სააკაძის N1-23, N 2-28, ახალარსენალის, გუმათის N1-3, N2-4, გედევანიშვილის N 15-55, N 52, 54, ვადაჭკორიას და პეტრე მამრაძის 1, 2,4,6 ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - ნათქვამია განცხადებაში.