სოციალურ ქსელში სან-ფრანცისკოში გადაღებული, შემზარავი კადრები გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ დგანან ქუჩებში, შუადღის მზის შუქზე, ქანდაკებებივით გაშეშებულები ნარკოდამოკიდებული ადამიანები. კადრებში რომელიც X-ზე ვრცელდება, ჭუჭყით დაფარული ადამიანების რიგებია ასახული - ისინი იმ უცნაურ პოზებში არიან არიან გაყინულნი, რასაც ჟარგონზე "ფენტანილის მოკეცვას" (fentanyl fold) უწოდებენ.


ადამიანები წინ და უკან ირწევიან და თითქმის არ მოძრაობენ; ჩანს, რომ მათი უმეტესობა გარემოს საერთოდ ვერ აღიქვამს. ერთ-ერთ მამაკაცს შარვალი მუხლებამდე აქვს ჩამოწეული.


ჯეი ჯეი სმიტმა, რომელმაც ვიდეო სან-ფრანცისკოს ე.წ. ტენდერლოინის რაიონში, მე-7 და მარკეტ სტრიტის გადაკვეთაზე გადაიღო, აღნიშნა, რომ ქალაქის ეს ნაწილი, ნარკომანიისა და უსახლკარობის კატასტროფული ზრდის გამო, ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. “ტენდერლოინი“, რომელიც ოდესღაც ფეშენებელური უბნად მიიჩნეოდა, ქალაქში ახლა ოპოიდური კრიზისის ეპიცენტრს წარმოადგენს.
სოციალურ ქსელში ვიდეომ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მომხმარებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი კადრებია.
თუმცა ,თავად “ტენდერლოინის“ მცხოვრებმა, ჯეი ჯეიმ დაადასტურა, რომ ვიდეო ნამდვილია, მაგრამ გადაღების თარიღი არ მიუთითებია.

X ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კადრები, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის არის გადაღებული. პოლიციამ იმავე ქუჩის ახლანდელი, მოწესრიგებული ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქალაქი ამჟამად "რადიკალურად განსხვავებულად" გამოიყურება.
სან-ფრანცისკო ბოლო წლებში მწვავე კრიზისში იმყოფება, ხელისუფლება ნარკოტიკების ზედოზირებით გამოწვეულ სიკვდილიანობას ებრძვის. “ნარკომანიის ეპიდემიამ“ ადგილობრივ მაცხოვრებლებზე მძიმედ იმოქმედა: გაიზარდა მაღაზიების გაძარცვის ფაქტები, ქუჩები კი გამოყენებული შპრიცებით არის მოფენილი.

აღნიშნული კრიზისი სათავეს 2010-იანი წლების შუა პერიოდში იღებს, როდესაც ბაზარზე სინთეზური ოპიოიდი ფენტანილი გამოჩნდა, ახალ ნარკოტიკს მორფინზე 50-100-ჯერ უფრო ძლიერი მოქმედება ჰქონდა. ამის გამო 2021 წელს ქალაქის მერმა, ლონდონ ბრიდმა, “ტენდერლოინში“ საგანგებო მდგომარეობაც კი გამოაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ 2024-2025 წლებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა, ზედოზირების შემთხვევები მაინც ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში იყო. 2026 წლის პირველ სამ თვეში უკვე 97 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 27 სწორედ ამ სასიკვდილო ნარკოტიკს უკავშირდება.