"რუსთავი 2" -ის 9-საათიანი "კურიერი" ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებების თაობაზე ინფორმაციით დაიწყო. როგორც ცნობილი გახდა, დღეიდან "რუსთავი 2"-ს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. მედიაჰოლდინგის გენერალურ დირექტორად საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო შუბლაძე დაინიშნა. მან ამ პოსტზე ბაკურ ბაკურაძე შეცვალა, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს.
"დარწმუნებული ვართ, ჩვენს კოლეგასთან და არხის მთავარ სახესთან, რომელთან ერთადაც თითოეული ჩვენგანი უკვე ათეული წლებია მუშაობს, "რუსთავი 2" კიდევ უფრო წარმატებული და რეიტინგული გახდება", - აცხადებენ ტელეკომპანიაში.