კურიერები და ტაქსის მძღოლები თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
ისინი სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. როგორც კურიერები აღნიშნავენ, მათთვის მომსახურების არსებულ ტარიფზე მუშაობა მიუღებელია.
"ძალიან შეგვიმცირეს ანაზღაურება, არადა მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად ყველაფერი ძვირდება. 3-4 ლარს როდესაც გიწერს ანაზღაურებას, ორ შეკვეთას რომ “მოგაბამს”, გიწერს 5 ლარს. ამ ფასში კვების ობიექტს ცალკე უნდა ელოდო, მომხმარებელს - ცალკე. ჩვენთვის ამ ტარიფზე მუშაობა მიუღებელია“, - აღნიშნავს კურიერი.
რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, როგორც ისინი აღნიშნავენ, მომსახურების დაბალ ტარიფთან ერთად უამრავი ადმინისტრაციული ჯარიმაა, რაც შეუძლებელს ხდის გზაზე მოძრაობას. გააგრძელეთ კითხვა