ამ თვეში განსაკუთრებული სანახაობა გველის — ღამის ცაზე ორი სავსე მთვარის ხილვა იქნება შესაძლებელი.
EarthSky-ის ცნობით, მაისის პირველი სავსე მთვარე „მიკრომთვარეობების“ სერიას გახსნის. ეს არის ფენომენი, როდესაც სავსე ან ახალი მთვარე იმყოფება აპოგეაზე — ანუ დედამიწიდან ყველაზე შორეულ წერტილში. NASA-ს მონაცემებით, ამ დროს მთვარე დაახლოებით 401 017 კილომეტრით არის დაშორებული დედამიწას.
მაისის პირველი სავსე მთვარე მხოლოდ ვიზუალური სანახაობა არ არის — მას კალენდარული და სეზონური მნიშვნელობაც აქვს. ის 1 მაისს მოდის და ემთხვევა პერიოდს, რომელიც მარტის ბუნიობასა და ივნისის მზებუდობას შორის შუა წერტილად ითვლება.
სახელწოდება „ყვავილის მთვარე“ კომანჩეს ტომი-დან მოდის. თუმცა, სხვადასხვა ადგილობრივ ტომს ამ სავსე მთვარისთვის განსხვავებული სახელები აქვს. მაგალითად, პოტავატომი და შოუნი მას „მარწყვის მთვარეს“ უწოდებენ, რადგან ეს დრო მარწყვის დამწიფებას ემთხვევა.
მაისში მეორე მსგავსი ფენომენიც არის მოსალოდნელი. ე.წ. „ლურჯი მთვარე“ პიკს 31 მაისს მიაღწევს და ყველაზე კარგად დილის საათებში, მზის ამოსვლამდე იქნება ხილული.
1883 წელს, კრაკატაუს ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ფერფლი და ნაწილაკები გავრცელდა, რამაც მზის ჩასვლისა და მთვარის ფერის ცვლილება გამოიწვია. ამ დროს ადამიანები ცაზე „ლურჯ მთვარესაც“ ხედავდნენ.
როგორც Britannica აღნიშნავს, ეს ფენომენი ატმოსფეროში არსებული ნაწილაკების გამო სინათლის გაფანტვით იყო გამოწვეული და არა თავად მთვარის ფერის ცვლილებით.
როგორც EarthSky განმარტავს, ასეთი შემთხვევა შედარებით იშვიათია და საშუალოდ ყოველ 19 წელიწადში შვიდჯერ ხდება.