2026 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 941 103 ადამიანი ცხოვრობს, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 0.3%-ით მეტია.
ცნობისთვის, აღნიშნული მაჩვენებლის გაანგარიშება ეფუძნება 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებს, ასევე 2025 წლის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის მაჩვენებლებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2026 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის სიმჭიდროვემ 1 კვ.კმ.-ზე 68.9 კაცი შეადგინა. წინა წლის იგივე პერიოდში, აღნიშნული მაჩვენებელი 68.7 კაცს შეადგენდა...განაგრძეთ კითხვა