თბილისში 14 წელს მიუღწეველ მოზარდს დედის თვალწინ სცემეს. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს. "პირველებს" უყვებიან, რომ საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, 14 წელს მიუღწეველი მოზარდი დედასთან ერთად გადაადგილდებოდა, როცა მასთან მოსწავლეები მივიდნენ და გვერდზე გასვლა მოსთხოვეს, მალევე კი ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
შემთხვევა თბილისში, 175- ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
"დაპირისპირება ბავშვების სკოლის გარეთ მოხდა, თუმცა როგორც მანდატურის სამსახური, ისევე სკოლა მთლიანად ჩართულია საკითხის პრევენციისთვის. საკითხს იძიებს პოლიცია, დების პოსტიდანაც ჩანს ეს ყველაფერი. სკოლას რაც შეეხებოდა, შესაბამისი უწყებები ჩააყენა საქმის კურსში. როგორც ვიცი სკოლაში არ დაწყებულა ეს კონფლიქტი. ხელკეტებით ჩხუბზე არაფერი ვიცი, არა მგონია, ეგეთი სიტუაცია ყოფილიყო. თვითონ ბავშვის ამბავი მოვიკითხე რამდენიმეჯერ - რაც ინფორმაცია მაქვს, ჩემს გვერდით იყო და და მაშინ წაიყვანესო, დანარჩენს უკვე სკოლაც მოიკვლევს და მანდატურის სამსახურიც და პოლიციაც მიხედვა", - ამბობს 175-ე სკოლის დირექტორი ტელეკომპანიასთან საუბარში.
როგორც ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიებას სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.