ავტორი:

ტყუპების წარმოუდგენელი ისტორია: ისინი რამდენიმე წუთის ინტერვალით დაიბადნენ, თუმცა სხვადასხვა მამა ჰყავთ - როგორ ხსნიან იშვიათ ბიოლოგიურ მოვლენას

ტყუპების წარმოუდგენელი ისტორია: ისინი რამდენიმე წუთის ინტერვალით დაიბადნენ, თუმცა სხვადასხვა მამა ჰყავთ - როგორ ხსნიან იშვიათ ბიოლოგიურ მოვლენას

ტყუპებს, მიშელ და ლავინია ოსბორნებს, ყოველთვის განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ. თუმცა მათი ისტორია სრულიად მოულოდნელმა აღმოჩენამ შეცვალა.

  • ყველაფერი 2022 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც ლავინიამ სახლში გაკეთებული დნმ-ის ტესტის შედეგები მიიღო. ინფორმაციამ ის შოკში ჩააგდო — ტესტმა აჩვენა, რომ არაიდენტურ ტყუპებს ერთი და იგივე მამა არ ჰყავდათ.

ეს ნიშნავს, რომ ისინი ბიოლოგიურად ნახევარდები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ერთ საშვილოსნოში განვითარდნენ და რამდენიმე წუთის ინტერვალით დაიბადნენ.

ამ იშვიათ ბიოლოგიურ მოვლენას ჰეტეროპატალურ სუპერფეკუნდაციას უწოდებენ - როდესაც ერთ ციკლში გამოყოფილი ორი კვერცხუჯრედი სხვადასხვა მამაკაცის სპერმით განაყოფიერდება. ამგვარი შემთხვევა უკიდურესად იშვიათია.

ლავინია ოსბორნი ამბობს, რომ დნმ-ის ტესტის შედეგების შემდეგ მისი ემოციური რეაქცია ძალიან მძიმე იყო.

„ის ერთადერთი იყო, რაც მე მეკუთვნოდა, ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვიყავი… “ - თქვა მან.

ლავინია განმარტავს, რომ ამ აღმოჩენამ მისი ცხოვრების ყველაზე სტაბილური კავშირიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თუმცა მიშელის რეაქცია განსხვავებული იყო.

"არ გამკვირვებია, ჯერ კიდევ გაოცებული ვარ, რომ ეს რეალურად შეიძლება მოხდეს — ეს ძალიან უცნაურია, ძალიან იშვიათი — მაგრამ სიმართლეა" - ამბობს მიშელ ოსბორნი.

გოგონების დედა მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც 1976 წელს ნოტინგემში იმშობიარა. მიშელის თქმით, დედა ბავშვობაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლიც იყო. ტყუპების კითხვაზე, ვინ იყო მათი მამა, პასუხობდა, რომ ის ვინმე „ჯეიმსი“ იყო.

"ფიზიკურად და ემოციურად, ის ყოველთვის მიუწვდომელი იყო“, - ამბობს ლავინია.

როდესაც გოგონები ხუთი წლის გახდნენ, დედამ ლონდონში დაიწყო სწავლა და შვილები ნოტინგენში, ოჯახის ახლობელთან დატოვა, რომელსაც ისინი სიყვარულით „ბებიას“ ეძახდნენ.

თინეიჯერობის პერიოდში კვლავ შეხვდნენ მამას, რომელსაც ბავშვობაში მხოლოდ „ჯეიმსად“ იცნობდნენ. მიშელი თავიდანვე ეჭვობდა, რომ ეს კაცი მათი ბიოლოგიური მამა არ იყო.

"უბრალოდ ვიფიქრე, რომ საერთოდ არ ვგავდი, ამიტომ დნმ-ის გაკეთება გადავწყვიტე" - ამბობს მიშელ ოსბორნი.

  • ისტორია კიდევ ერთ მოულოდნელ ეტაპზე გადავიდა, როდესაც მიშელმა ლავინიას ბიოლოგიური მამა, არტური იპოვა. ტყუპები მასთან შესახვედრად დასავლეთ ლონდონში, გაემგზავრნენ. შეხვედრა ემოციური აღმოჩნდა.

"ცოტა ნერვიულობდა, მაგრამ ხალისიანი ხასიათი აქვს — ჩემსავით“, — ამბობს ლავინია ოსბორნი.

გოგონების თქმით, სიმართლემ მათი კავშირი ვერ შეცვალა.

"ის ჩემი ტყუპისცალი დაა, ამას ვერაფერი შეცვლის" - დასძენს მიშელ ოსბორნი.

წყარო