საქართველოში სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულები ხელშეკრულების პირობებს არ იცნობენ, - ასეთ დასკვნამდე მივიდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სადაზღვევო ინსტიტუტი”, რომელმაც სექტორში არსებული ვითარება შეისწავლა.
გამოიკვეთა სხვა პრობლემებიც, ესაა სამკურნალო-სამედიცინო დაწესებულებების არჩევანის შეზღუდვა, გაჭიანურებული მომსახურება, რიგები, მომსახურების საერთოდ ვერმიღება.
რა ვითარებაა სადაზღვევო სისტემაში, - ვრცლად ამის შესახებ გადაცემა "საქმის" სტუმარი სადაზღვევო ინსტიტუტის დირექტორი გიორგი გიგოლაშვილი ისაუბრებს.
დაუსვით კითხვები გადაცემის მონაწილეებს ინტერნეტით პირდაპირ ეთერში და მიიღეთ პასუხები.
მოუსმინეთ და უყურეთ გადაცემა "საქმეს", ყოველ სამუშაო დღეს 12:30-დან 13:00 საათამდე, რადიო "პალიტრის"ეთერში, ან უყურეთ არქივში 31 მარტიდან.