ავტორი:

"გუშინ საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა ბელარუსის მხრიდან საზღვარზე  - საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ" - ზელენსკი

"გუშინ საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა ბელარუსის მხრიდან საზღვარზე  - საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ" - ზელენსკი

გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

"ჩვენ ყველაფერს დეტალურად ვაფიქსირებთ და სიტუაციას ვაკონტროლებთ. საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ“, - აცხადებს ზელენსკი.

  • მისი თქმით, უკრაინა მზადაა საკუთარი ხალხისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

"ყველამ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ მოქმედებებშია ჩაბმული, ეს უნდა გაიგოს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.