“როდესაც მამაჩემი მკვლელობის დეტალებზე მიყვებოდა, თითქოს, თავის შექმნილ ნახატზე საუბრობდა და ამაყობდა ამით”, - ეს ჯეიმი ლი აროუს სიტყვებია. გოგონასი, რომლის ცხოვრებაც, დაბადებიდან სიბნელითა და გაუგონარი ბოროტებით იყო სავსე.
ჯეიმი მონაწილეობს სხვადასხვა დოკუმენტურ პროექტებში, მათ შორის არის Evil Lives Here: The Killer Speaks, სადაც ძალადობაზე, წარსულზე და მამასთან დაპირისპირების ისტორიაზე ისაუბრა.

ბოლოს გოგონამ მძიმე წარსულზე LADbible Stories-ისთან ინტერვიუს საშუალებით უამბო საზოგადოებას.
ყველაფერი კი გაცილებით ადრე დაიწყო, როცა გოგონას მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მაშინ ჯეიმი ჩვილი იყო. მოგვიანებით, მამასთან, ისაკინ დრაბადთან კომუნიკაცია გააგრძელა და ასე გაიცნო მამის ახალი პარტნიორი - ჰელე კრისტენსენი, რომელსაც ძალიან დაუახლოვდა და შეიძლება ითქვას, მეორე დედად მიიჩნია.
ჯეიმი ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ ისაკინი გატაცებული იყო საშინელებათა ჟანრის ფილმებით და პატარა ჯეიმის, რომელიც ამ დროს 3 წლის თუ იქნებოდა, მათ ყურებას აძალებდა.

“სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ვიყავი. ერთხელაც, მამას მოვუყევი, მან ასეთი გამოსავალი მოიფიქრა: მომცა ვუდუს თოჯინა, რომელიც თავადვე დაამზადა და ნემსი, რომ იმ ადგილზე ჩამერჭო, სადაც მინდოდა, მათ სტკენოდათ… ყოველთვის ძალიან მეშინოდა, რომ რამეს დამიშავებდა… ერთხელ, როცა დივანზე ვიჯექი და ვკანკალებდი, მან მუშტი სახესთან ახლოს მომიტანა. მეგონა, რომ დამარტყამდა მაგრამ ეს არასდროს მომხდარა.”
“ძალიან მომწონდა ჰელე და მინდოდა, რომ ერთად ყოფილიყვნენ. მას არ ეშინოდა მამაჩემის… თავიდან, ძალიან კეთილი იყო, მითხრა, რომ ისე ვუყვარდი, როგორც საკუთარი ქალიშვილი და მეც დედასავით შევიყვარე. ვგიჟდებოდი მასზე. მაგრამ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ბიპოლარი იყო. შეეძლო, ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველი ყოფილიყო ჩემს მიმართ და შემდეგ, მოულოდნელად ეთქვა მამაჩემისთვის: “ისაკინ, მიხედე შენ შვილს, არ შემიძლია მისი ატანა.”
ჰელეს ბნელი "წინასწარმეტყველება", მალე რეალობად იქცა. 2010 წლის ნოემბერში, ისაკინ დრაბადმა, რომელიც საკუთარ თავს სატანისტად მიიჩნევდა, ჰელეს ყელი გამოჭრა, თავი მოკვეთა და მისი სხეულის ნაწილები შეჭამა.
მან არ იცოდა, რას ნიშნავდა სიტყვა “კანიბალი”, როდესაც მამამისის სახე შვედეთის ერთ-ერთი გაზეთის ფურცლებზე დაინახა. მკვლელობის შემდეგ, ისაკინი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. პირველი ორი წლის განმავლობაში, ქალიშვილს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. პირველად 11 წლის იყო, როცა მას ტელეფონით ესაუბრა.
მიუხედავად ყველაფრისა, გოგონა მას მაინც მამად აღიქვამდა და თვეში ერთხელ სტუმრობდა. მისი ტვინი თითქოს უარყოფდა, რომ ჰელე ამ ქვეყნად ისაკინის გამო აღარ იყო და თანაც, ამ ყველაფერზე არც ერთი საუბრობდა.
“მაჯერებდა, რომ ჩვენ ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილი ანგელოზები ვიყავით… ერთ მომენტში ვიგრძენი, რომ სიკვდილი მინდოდა. მამაჩემთან მივედი და ვუთხარი: არ ვიცი რა ვქნა, სიკვდილი მინდა”, - მან კი მიპასუხა, რომ გამოსავალი მხოლოდ ერთი იყო: თუ მასთან ერთად რიტუალს შევასრულებდი, ყველაფერი შეიცვლებოდა. მე ბედნიერი და წარმატებული გავხდებოდი და ყველაფერს მივიღებდი, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე მინდოდა. ეს რიტუალი ეშმაკისთვის იყო. რიტუალი, სადაც ეშმაკს სულს მივყიდდი. ოთახში დამსვა და ხელები ჩამჭიდა. ერთმანეთის პირისპირ ვისხედით, ამ დროს მითხრა, რომ თვალები დამეხუჭა და რასაც იტყოდა, გამემეორებინა…”
ჯეიმი “რიტუალის” მსვლელობისას ცუდად გახდა. უნდოდა, რომ შეჩერებულიყო თუმცა ფიქრობდა, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ ჰქონდა. სახლში დაბრუნებული კანკალებდა და ამბობდა, რომ ვეღარ გადარჩებოდა. როცა დედას ის ყველაფერი გაუზიარა, რაც თავს გადახდა, დედამ უპასუხა:
როგორც ჩანს, ამ სიტყვებმა იხსნა გოგონა და ყველაფერ ცუდზე, რაც მის ცხოვრებაში იყო, უარი ათქმევინა. მისცა ძალა, რომ შებრძოლებოდა დამოკიდებულებას, ესწავლა, შეექმნა რაღაც ახალი და გამხდარიყო სინათლე, რაც ყოველთვის აკლდა.

მოგვიანებით, ბევრი რამ გახდა ცნობილი. მაგალითად, ის, რომ ისაკინმა ჰელე კრისტენსენი ასე ბრუტალურად მოკლა.
საბოლოოდ, ჯეიმიმ დაძლია დამოკიდებულება, დაიწყო ვარჯიში, შეხვდა თავის მომავალ ქმარს, გააგრძელა სწავლა, იპოვა სამსახური და შექმნა ყველაფერი, რაზეც ოდესმე უოცნებია. სოციალურ ქსელში, ის ხშირად აზიარებს თავის ისტორიას, ჰყვება რთულ პერიოდებზე, რათა დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც სიბნელისგან თავის დაღწევა და უკეთესი ცხოვრების შექმნა სურთ.
მკურნალობის პერიოდში, მას რამდენიმესაათიან ან რამდენიმედღიან “შვებულებებსაც” აძლევდნენ. მეტიც, 2017 წლის ზაფხულში, დრაბადმა ზედამხედველობის ქვეშ დროებითი გათავისუფლება ითხოვა, რათა ახალ მეგობარ ქალზე დაქორწინებულიყო, თუმცა სასამართლოსგან უარი მიიღო.
მოამზადა მარიამ გამზარდიამ