ავტორი:

ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია - ის 85 წლის გახდა

ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია - ის 85 წლის გახდა

ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია. დღეს, 3 მაისს ის 85 წლის გახდა.

  • ნონა გაფრინდაშვილი არის ქალთა 5-გზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, ტიტული მოიპოვა 1962 წელს და ინარჩუნებდა 16 წლის განმავლობაში. იგი გახლავთ საჭადრაკო ოლიმპიადების 11 გზის ჩემპიონი. 1978 წელს გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე რომელსაც მიენიჭა დიდოსტატის წოდება მამაკაცთა შორის.

1997 წელს კი ფიდემ მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასი დააწესა, რომელიც გადაეცემა საჭადრაკო ოლიმპიადებზე საუკეთესო ქვეყანას მამაკაცთა და ქალთა გუნდების საუკეთესო ჯამური შედეგისთვის. ნონა დასახელებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად.

მისი კარიერული მიღწევებისთვის ნონა დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო ორდენებით როგორებიცაა: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ღირსების ორდენი, ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენი, თამარ მეფის ორდენი.