ავტორი:

"საქართველოს დემოკრატია ალყაშია - ეს ჩვენი ევროპული გზის სისტემატური ღალატია" - სალომე ზურაბიშვილი

"საქართველოს დემოკრატია ალყაშია - ეს ჩვენი ევროპული გზის სისტემატური ღალატია" - სალომე ზურაბიშვილი

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს საქართველოს დემოკრატია ალყაშია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ პოსტში წერს.

მისი ინფორმაციით, საქართველოში 2024 წლის ოქტომბრიდან 181-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, 26 დააკავეს, 20-ზე მეტი მედია საშუალება კი დაადუმეს.

"ეს ჩვენი ევროპული გზის სისტემატური ღალატია“, - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.