მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიამ "ბაიერნს" ორი გოლი გაუტანა, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემაც შეძლო იგივე. ბუდუმ ბუნდესლიგის ფარგლებში აიღო ბაიერნის კარი ორჯერ.
"დიახ, ვესაუბრე ხვიჩას და რამდენიმე ხრიკი მასწავლა, საბედნიეროდ, დღეს მეც ორი გოლი გავიტანე. მშვენიერი დღე გამოვიდა. ბავშვობაში ასეთ დიდ გუნდებთან თამაშზე ვოცნებობდი. ბაიერნის კარში ორი გოლის გატანა დაუჯერებელია. მთელი ჩემი ოჯახი სტადიონზეა და საღამოს მათთან ერთად აღვნიშნავ.
ხრიკი, რომელიც ხვიჩამ მასწავლა, მეორე გოლის დროს გამომადგა - შესვლა საჯარიმოში და შორეულ კუთხეში დარტყმა. საბედნიეროდ, ბურთი კარში შევარდა და იმ მომენტში ძალიან ბედნიერი ვიყავი", - აღნიშნა ბუდუ ზივზივაძემ.
ნახეთ ასევე: